ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა.
მისი თქმით, აკრძალვის მიუხედავად, ქორწილები და ქელეხები მაინც იმართება, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე.
„ჩვენ ყოველ დღე ვაანონსებთ, რომ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღეს მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში გათვალისწინებული იყოს და თანაბრად მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული.
ვხედავთ, რომ წარმატებით მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რატომღაც ეს დადებითი გზავნილი გახდა და ისევ დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რის უფლებასაც პანდემია არ გვაძლევს. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა, მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულსა და ზამთარში. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა: პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა.“, განაცხადა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.