სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა რეგიონში არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საძოვრების) ერთწლიანი იჯარით გაცემის საკითხი.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერები ად მერიის შესაბამისი თანამშრომლები, ფერმერთა ასოციაციისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ფერმერები.
მიმდინარე წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპილოტედ მოხდება, საზაფხულო საძოვრების სეზონურად გაიჯარების პრაქტიკის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობით დაინტერესებულ ფერმერთა საქმიანობასა და სახელმწიფო ქონების რაციონალურად განკარგვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.