გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე: „სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს“
30-03-2021, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე ყოფილი პროკურორისა და გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს“.

 

 

„მსურს გამოვეხმაურო „ტვ პირველზე“ ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა. მეზვრიშვილის ვერსიით, შესაძლებელი იყო მელიას პატიმრობის გარეშე დატოვება. იგი არ ეხება დაკავების საფუძველს და შევეცდები მეც არ შევეხო მას. მელიამ სამაჯურის მოხსნით სილა გააწნა სახელმწიფოს, ხოლო გირაოს გადაუხდელობით ქვეყნის ყველა ინსტიტუციაზე ზემოთ დააყენა საკუთარი თავი. მისი გათვლა პრაგმატული იყო, დაიჭერდნენ და პოლიტპატიმრად გამოაცხდებდა ოპოზიცია, თუ არ დაიჭერდნენ, მაშინ ქვეყნის მართლმსაჯულება მიწასთან იქნებოდა გასწორებული, სახელმწიფო მოიქცა მართლზომიერად, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დააკავა მელია. აშკარაა, რომ მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფერი იცვალა.

 

 

P.S. სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს. მაგალითად, პატიმრობაში მყოფ გია შერაძის, გურამ ჩიჩუასა და აწ გარდაცვლილი შოთა მაისურაძის პროცესი, სადაც ბრალმდებელ მეზვრიშვილის მეცადინეობით სამივეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, შარშან კი სასამართლომ სამივე პირი გაამართლა. ახალი გამოძიებისას გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები საქმის ყოფილი გამომძიებლისა და პროკურორ მეზვრიშვილის, როგორც სავარაუდო დამნაშავეების მიმართ. სამწუხაროდ, ამ უკანონობას შეეწირა ბატონი შოთა მაისურაძე“, წერს გია სალუქვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი