ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოებზე დასაქმებულია 12 ადგილობრივი.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერის მოადგილეებთან ვარაზ გაბედავასთან და მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 513 299 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.
ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.