ახლა ყოველგვარი გირაოს შეტანა და გამოშვება არის სრულიად ზედმეტი, უცოდინარების არგუმეტაციაა. ახლა ისევ ახლიდან უნდა შევიდეს პროკურატურა სასამართლოში, თქვას, რომ ნიკა მელიას პატიმრობას ვუცვლით ისევ გირაოთი და მერე თავიდან უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას და დაამატა, რომ ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს გადახდა არადამაჯერებლია, თუმცა თუ ეს მოხდა, მაშინ „ევროპამ ხელები ასწია ივანიშვილის დიქტატურის წინაშე და ევროპაც დანებდა და ჩაბარდა მას“.
„რაც შეეხება იმას, რომ ახლა ევროკავშირი გადაუხდის ევრომოქალაქეთა გადასახადებიდან ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს ფულს, პოლიტიკური პატიმრის გამოშვებაში, ეს მე არ მიმაჩნია დამაჯერებლად და ეს თუ ასე მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ევროპამ ხელები ასწია ივანიშვილის დიქტატურის წინაშე და ევროპაც დანებდა და ჩაბარდა მას. ევროპა სტალინს არ ჩაბარდა და იმას არ ჩაბარდა, რა ჰქვია, ატილას და ჰუნებს და იმათ და ივანიშვილმა თუ ეს შეძლო, მაშინ შეიძლება ჩვენ ვიამაყოთ იმით, რომ გვყავს დიქტატორი, რომელმაც დააჩმორა ევროპაც. არა მგონია ახლა, რომ ეს ასე იყოს (იცინის) და მიმაჩნია, რომ ეპოქის ანეკდოტია. ევროპამ უნდა მიარჭოს სანქციები ივანიშვილს. აი, ეგ არის გირაო“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.