კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არჩევნებში ლიდერობს, მაგრამ მან სავარაუდოდ, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა
26-10-2015, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის და მერის არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების მონაცემებით, კიევის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო ლიდერობს, მაგრამ მან სავარაუდოდ, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.


საზოგადოებრივი ორგანიზაცია "უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის" მონაცემებით, კლიჩკომ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 40,4% დააგროვა. მეორე ადგილზე პარტია "ბატკივშინას" კანდიდატი ვლადიმერ ბონდარენკოა 8,7%-ით.


იმ შემთხვევაში, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიც დაახლოებით ამ პროცენტულ მაჩვენებელს დააფიქსირებს, მაშინ კიევში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რადგან კანდიდატმა, იმისათვის რომ არჩევნეში გამარჯვებულად გამოცხადდეს, 50%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს.


როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, მეორე ტური სავარაუდოდ, ჩატარდება ქალაქ ლვოვში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაში. სოციოლოგების ინფორმაციით, ოდესის მერის პოსტზე ლიდერობს მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი 47,6%-ით, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოს ბლოკის, "სოლიდარობის" კანდიდატია 30,8%-ით.

 


ქალაქ ლვოვის მერის არჩევნებში ლიდერობს პარტია "თვითდახმარების" კანდიდატი ანდრეი სადოვოი 48,6%-ით, ქალაქ დნეპროპეტროვსკში კი - "ოპოზიციური ბლოკის" კანდიდატი ალექსანდრ ვილკული 37,2%-ით.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში გუშინ ჩატარდა. ხმის მიცემის პროცედურის დროს, აირჩიეს ასევე 358 ქალაქის მერი, ასევე საოლქო და რაიონულ საბჭოთა დეპუტატები.


ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარებულა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. მეორე ადგილზე პარტია "ბატკივშინას" კანდიდატი ვლადიმერ ბონდარენკოა 8,7%-ით. ეგზიტპოლების შედეგების დადასტურების შემთხვევაში, კიევში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რადგან კლიჩკომ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.


როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, მეორე ტური სავარაუდოდ, ჩატარდება ქალაქ ლვოვში, დნეპროპეტროვსკსა და ოდესაში. სოციოლოგების ინფორმაციით, ოდესის მერის პოსტზე ლიდერობს მოქმედი მერი გენადი ტრუხანოვი 47,6%-ით, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოს ბლოკის, "სოლიდარობის" კანდიდატია 30,8%-ით.


ქალაქ ლვოვის მერის არჩევნებში ლიდერობს პარტია "თვითდახმარების" კანდიდატი ანდრეი სადოვოი 48,6%-ით, ქალაქ დნეპროპეტროვსკში კი - "ოპოზიციური ბლოკის" კანდიდატი ალექსანდრ ვილკული 37,2%-ით.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში გუშინ ჩატარდა. ხმის მიცემის პროცედურის დროს, აირჩიეს ასევე 358 ქალაქის მერი, ასევე საოლქო და რაიონულ საბჭოთა დეპუტატები.


ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარებულა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი