ჯერჯერობით, ივანიშვილს, პერსონალურად მის გარემოცვას არ შეუცვლიათ თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია. ასეთ დოკუმენტზე, რაც დაიდო, ხელის არ მოწერით შეუძლიათ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, საპასუხო ასეთი საქციელით. შეთანხმება ვერ შედგება ვადამდელი არჩევნების გარეშე, ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით პროტესტს და დაველოდებით წნეხს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.