საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახსა და ჩვენს საზოგადოებას. დიდი თუ პატარა, ყველა ვაცნობიერებთ, რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ. პირადად ჩემთვის, ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის განსახიერება იყო. წლები გავიდა და ვამაყობ იმით, რომ შემიძლია, დღეს იგი ჩემს უფროს მეგობრად ვახსენო“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.