ქართველი პოლიტიკური ლიდერებით გაწბილებულ კრისტიან დანიელსონს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იმედი აქვს - ჯუმბერ კირვალიძე
31-03-2021, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა დახმარებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გამოსავალი ეპოვათ ჩიხური სიტუაციიდან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად.

 

 

31 მარტს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიებთან და მათ ლიდერებთან მრავალსაათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, აშკარად იმედგაცრუებულმა დანიელსონმა განაცხადა: "მე მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი თუ რამდენად ელოდებოდით თქვენ, თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას!.. მაგრამ, მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო ამ პროცესის მსვლელობაში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგი წინადადებები შემოიტანეს და ასევე, მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქების, რაც პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, მე ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, - ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს - და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ"!

 

 

P.S. კრისტიან დანიელსონის ეს სიტყვები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვერ და არ გამოხატავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და მისწრაფებებს! აქედან გამომდინარე, ქართულმა სამოქალაქო და უპარტიო საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში ინიციატივა, რომ გამოიყვანოს ქვეყანა უმწვავესი პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური კრიზისიდან, რადგან მოქმედ ხელისუფლებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ამის უნარი არ გააჩნიათ, მეტიც, მათ მიჰყავთ ქვეყანა საბედისწერო სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რაც კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს!!!

 

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი