საქართველოში კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან დაკავშირებით, რომლითაც ვაქცინაციის პროცესში ვხელმძღვანელობთ, საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ჩვენს მოქალაქეებს დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა ვაქცინაციის დროს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში“, - თქვა ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.