გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა გონგი განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს სათანადოდ არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება და ქვეყანა მესამე ტალღაში შევა.
„უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია. მართალია, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ დამარცხებისგან ჯერ შორს ვართ. გუშინ და გუშინწინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ და ისევ მოვეშვით, განსაკუთრებით რაიონებში. იმართება დიდი თავყრილობები - ქორწილები იქნება, თუ ჭირის სუფრები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. ვურუსი ქვეყანაში ცირკულირებს. თუ რეკომენდაციების დავიცავთ, თბილ პერიოდში შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, ვითარება გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომ როგორმე ქვეყანაში მესამე ტალღის დაწყება თავიდან ავიცილოთ“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვიდრე ვაცქინაციის შედეგად საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, გამოჩნდა ტენდენცია ეპიდვითარების გაუარესების. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, მანამდე დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იყო. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, გამორიცხული არაა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.