ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ პრობლემებზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, დეპუტატები, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რამაზ გოგოლაძე.
ახალქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ორი ურთულესი პრობლემის წინაშე დგას, ეს არის COVID-19 ეპიდემიასა და კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
„პამდემიის პერიოდში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არ წავიდა სამუშაოდ, სოფლის მეურნეობით დაკავდა, დაამუშავა დაახლოებით 11 000 ჰექტარი მიწა და კარტოფილის საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. დღეის მდგომარეობით, მოსავლის თითქმის ნახევარი (მსხვილი კარტოფილი - დაახლოებით 30,000 ტონა, წვრილი კარტოფილი/სათესლე/ - დაახლოებით 18,000 ტონა) არ არის გაყიდული, ხოლო მის გასაყიდად დარჩენილია დაახლოებით ერთი თვე. ფერმერების გადმოცემით, კარტოფილის მოსავლის გაყიდვის საკითხი გადაუჭრელი რჩება. COVID-19 ეპიდემიის პირობებში ყველგან ეკონომიკური კრიზისია, კარტოფილის გაყიდვა სოფლის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამავე დროს, აღინიშნა, რომ კარტოფილის თვითღირებულება მერყეობს 25-37 თეთრის საზღვრებში (ფერმერები და ინდივიდუალური სოფლის მეურნეები), ხოლო ამჟამად საბაზრო ღირებულებაა მსხვილი კარტოფილის - 40-50 თეთრი, წვრილის - დაახლოებით 25 თეთრი“, აცხადებენ ახალქალაქის საკრებულოში.
რამაზ გოგოლაძემ წარმოადგინა მათ მიერ გაწეული სამუშაოები და ახალი პროგრამები და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით 13 ექსპორტიორია დაკავებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოამზადებს წერილს აღნიშნულ საკითხებზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსადმი, თხოვნით, მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში ჩართულ მოსახლეობას კარტოფილის რეალიზაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.