ვახო სანაია პოზნერისა და მისი მეგობრების თბილისში ვიზიტზე: როგორც ადრე, ძველ კარგ, საბჭოთა დროს, იღებ ტელეფონს, რეკავ ვინმესთან ვ ტბილისი და ცეკას მდივნის დონეზე აგვარებ საკითხს, რომ აი გაგისწორდა და აქ უნდა გადაიხადო დაბადების დღე და ხალხიც მოგყავს
01-04-2021, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსი სტუმარი ვის არ ჰყოლია?! ალბათ ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მაინც. მეც აღმოვჩენილვარ რესტორანში სუფრებზე, სადაც რუსეთის მოქალაქეები მსხდარან. არც იმით დავინტერესებულვარ, რატომ ჩამოვიდნენ, რას და რატომ საქმიანობენ. რუსებსა და ქართველებს გაუმარჯოსო, ეგეც უთქვამთ და კიდევ მილიონი რამ. ასეთ დროს ხშირად ცდილობენ ხოლმე, პოლიტიკას გვერდი აუარონ. რა თქმა უნდა, რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ სტუმრები ოჯახებში; საქმეებზეც; სასტუმროებშიც; რესტორნებშიც; ჩამოვიდნენ ტურისტებად და იქითაც უნდა იარონ ქართველებმა ჩვეულებრივად. სტუმრად ჩამოსულ ხალხში ვინ არის მართლა ტურისტი და ვინ დაზვერვის ოფიცერი, ეს სახელმწიფომ უნდა არკვიოს. წესით, ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები. არც იმის მომხრე ვარ, საზღვარზე ვინმეს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე ეკითხებოდნენ. სიგიჟეში არ უნდა გადავიდეთ.

 

 

რისი თქმა მსურს ამით - მიუხედავად 200-წლიანი ჩაგვრისა, მე არ შემხვედრია ქართველი, რომელსაც გულწრფელად ეზიზღებოდეს რუსი მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსია. თუ რამე არ არის საქართველოში, ეს რუსოფობიაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, რუსების აბსოლუტურ უბრავლესობას იმპერიალისტური აზროვნება აქვს; ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც პუტინი; მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან ვარ და ყველაფერი მახსოვს, რაც დამართეს ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, რუსი არ მეზიზღება. არც კი მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს. როგორ შეიძლება, ადამიანი გძულდეს ნაციონალური ნიშნით. ზუსტად ვიცი, ყველანი თუ არა, უდიდესი უმრავლესობა ასე ვფიქრობთ. ეს იმიტომ დავწერე, რომ ვიცი, როგორ შეეცდებიან ახლა თბილიში სტუმარ-მასპინძლობის გამრუდებული გაგებით, ხოლო მოსკოვში რუსოფობიით შეფუთონ წუხანდელი მოვლენა.

 

 

რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს. მოდი კონკრეტულად პოზნერის მაგალითზე ვთქვათ. ის არ არის საქართველოში სასურველი სტუმარი; ის არ არის რიგითი რუსი ტურისტი; ის ძალიან ცნობილი ჟურნალისტია, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი; მას სპეციფიკური ფუნქცია აქვს - როგორც უდავოდ ნიჭიერი და ინტელექტუალი, ეკრანიდან საზოგადოების სწორედ იმ ნაწილზეა მიმაგრებული, რომელსაც ცოტა უფრო მეტი ესმის ამ ცხოვრების, ვიდრე იმ ხალხს, ვისაც სალავიოვის ინტელექტი ჰყოფნის; ამ ფუნქციის ნაწილია ის ნებადართული და დოზირებული კრიტიკა, რისი უფლებაც აქვს პოზნერს, მაგრამ არა აქვთ სხვებს; სინამდვილეში პოზნერი პუტინის ყველაზე საშიში პროპაგანდისტია და ამიტომაც მუშაობს იქ, სადაც მუშაობს.

 

 

ამიტომ - პოზნერის სიტყვას მნიშვნელობა აქვს.

 

 

ამიტომ - ის არის კრემლის წარმომადგენელი.

 

 

ამიტომ - როცა ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველო, ხოლო რუსეთი მართალია საქართველოსთან, პოზნერი არასდროს იქნება სასურველი სტუმარი.

 

 

ამიტომ - მისი სტუმრობა შეურაცხმყოფელია.

 

 

დამატებით გამაღიზიანებელი ფაქტორია დაბადების დღის პომპეზური აღნიშვნა კოვიდის პირობებში და კომენდანტის საათის დარღვევა. როცა მთელი ქვეყანა შინ გამოკეტე, პოლიცია კი წარბშეუხრელად წერს 2000-ლარიან ჯარიმებს, ამ დროს ქვეყნისთვის არასასურველი სტუმრები მაგრად ერთობიან.

 

 

მთავარი სათქმელი ბოლოსთვის მოვიტოვე. მნიშვნელოვანია სწორად მივმართოთ კრიტიკა და ის ჰაერში არ გაიფანტოს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?

 

 

როცა ხელისუფლებამ იცის, რა მოჰყვა გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, რატომ უშვებ ქვეყანაში პოზნერს ?! მარტივად უარით გაისტუმრე. ხომ იცი, რომ ეს ხალხი მოფრინავს. სანამ მოსკოვიდან გამოემგზავრებიან, აცნობე, რომ ვერ მიიღებ. სამართლებრივი საფუძველი პირდაპირ კანონში გიწერია. კანონის ენით ლაპარაკი თუ არ გინდა, სხვანაირად უთხარი, რომ მისი სტუმრობა მიზანშეუწონელია. ახლა იმას თუ იტყვიან, ჩარტერი ისე წამოვიდა მოსკოვიდან, მერე ისე დაჯდა აეროპორტში, მერე პოზნერმა ისე შემოაღწია ქვეყანაში, დაბინავდა, არ ვიცოდით ეს ყველაფერიო, მაშინ დავხუროთ ეს ქვეყანა. იმედია, ამას მაინც არ იტყვიან. ესე იგი, რა ვარიანტი რჩება - როგორც ადრე, ძველ კარგ, საბჭოთა დროს, უბრალოდ იღებ ტელეფონს, რეკავ ვინმესთან ვ ტბილისი და ცეკას მდივნის დონეზე აგვარებ საკითხს, რომ აი გაგისწორდა და აქ უნდა გადაიხადო დაბადების დღე და ხალხიც მოგყავს. მერე ქართველი ორგანიზატორებიც დატრიალდებიან, ყველაფერს მოაკვარახჭინებენ და წავიდა - ვინოო, კაჭაპური, კინკალი.

 

 

მოკლედ, ეშინია ხელისუფლებას. არ შესწევს უნარი, მტერს უარი უთხრას ქვეყანაში შემოსვლაზე, თუ საერთოდ მტრად აღიქვამს მას.

 

 

ვახო სანაია,

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი