მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს ფერმკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონეფრენციაზე გააკეთა.
”საქართველო ყოველდღიურად მუშაობს მძიმე გარემოში, რომელიც განსხვავდება სხვა ასპირანტი ქვეყნებისგან, რაც უნდა გვახსოვდეს, როცა საქართველოს ვადარებთ ლიტვას და ესტონეთს. როცა შენს მოსახლეობას ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებენ, როცა საზღვრები თითქოს ყოველდღიურად იცვლება, როცა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები შემოდიან და არღვევენ შენს სივრცეს, ეს ყოველდღიურ გეგმას ცვლის. ეს არის ძალიან განსხვავებული კონტექსტი, რაც ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება რომ გვავიწყდება, ამ დროს ეს არის რეალური ვითარება", - განაცხადა ხიდაშელმა და დაამატა, რომ ქართველ ხალხს აინტერესებს რა შეგვიძლია მივიღოთ ვარშავის სამიტიდან.
"ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგადი განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი რომელიც აქვს ქართველ ხალხს მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება, ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.