შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა არაქართულ საჯარო სკოლას;
კონკურსში მონაწილე თითოეულ სკოლას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი;
ნამუშევრების წარდგენის ვადაა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აპრილი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა მომზადებული პოსტერი უნდა გამოაგზავნონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge;
საკონტაქტო პირი: სოფო ლეთოდიანი - მობ.: 598 60 50 20
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში ან/და შექმნილი აქვს ოფიციალური გვერდი, სასურველია ნამუშევარი დამატებით აიტვირთოს შემდეგი მონიშვნებით:
#სახელმწიფომინისტრისაპარატი
#ქართულიენაუკეთესიმომავლისთვის
სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 4 საუკეთესო პოსტერს;
საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს სლოგანი (დევიზი) და გრაფიკული ელემენტებისგან შექმნილი ელექტრონული ან ხელით შესრულებული ნახატი;
პოსტერის შინაარსი უნდა ასახავდეს ავტორის/ავტორთა ძირითად გზავნილს საკონკურსო თემატიკასთან მიმართებაში;
სლოგანის (დევიზის) ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოსწავლეების მიერ სპეციალურად ამ კონკურსისათვის შემუშავებული;
მითითებული უნდა იყოს სკოლის სრული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ავტორი ან ავტორთა ჯგუფი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება.
საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 14 აპრილს - ქართული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.