ტელეჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტს კრემლი გამოეხმაურა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა სახიფათოა.
„საქართველოში სახიფათოა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იქ უბრალოდ, სახიფათოა ჩასვლა და ეს რუსებმა მკაფიოდ უნდა გაიგონ“, განაცხადა პესკოვმა.
პოზნერი თბილისში 31 მარტს თავის თანმხლებ მეგობრებთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა და აქ დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა პროტესტანტებმა რესტორანი და შემდეგ სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, ალყაში მოაქციეს, სასტუმროს ფასადს კი კვერცხები დაუშინეს. პროტესტანტები პოზნერის თბილისში ვიზიტს მიუღებლად მიიჩნევდნენ, რადგან მათი თქმით, ის არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საკითხი ეხება ცნობილი რუსი ჟურნალისტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი არასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს დაგეგმილზე ადრე, დღეს დილით დატოვეს. ისინი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით მოსკოვში დაბრუნდნენ.
ვლადიმერ პოზნერს 1-ელ აპრილს 87 წელი შეუსრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.