დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი გართულება.
„სერიოზული გართულება, რომელიც შეტყობინებას ექვემდებარებოდა, იყო 27, დანარჩენი მსუბუქი გართულებები და გვერდითი მოქმედებები იყო“, – განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ამავე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, 27 შემთხვევიდან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი რეანიმაციული ღონისძიებები.
„გვერდითი მოვლენები და რეაქციები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია, საქართველოში ვაქცინირებულებიდან ასეთი ადმიანები ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს 27 შემთხვევაში, მათგან ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები“, განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.