ხმაური მთავრობის კანცელარიაში - ღარიბაშვილმა სხდომიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გამოაგდო
26-10-2015, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სია იმ ადამიანების, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს.

მოვლენები ამის შემდეგ უფრო ცუდად განვითარდა. სხდომაზე დაშვებული ნაციონალური მოძრაობის ერთი წარმომადგენელი პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაგდო.

ღარიბაშვილმა დეპუტატი ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

სხდომიდან გამოსული ლონდარიძე პრემიერ მინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი, რომელიც სხდომაზე არ შეუშვეს, მიმდინარე შეხვედრას "პოტიომკინის სხდომად" მოიხსენიებს.


მთავრობის ადმინისტრაციის შენობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა უკვე დატოვეს.


rustavi2.com

კომენტარები: 4
#4   მანანა მიქაძე
      
კარგი იყო, ასეთი ქმედება ხელისუფლებას თავიდანვე განეხორციელებინა და ად ჩაჰყოლოდა თავს მოხვეულ კოჰაბიტაციას.
26 ოქტომბერი 2015 09:58
#3   ანა
      
ამ მთავრობის და რუსულ ოლიგარხის ადგილი საქარტველოში არ არის
26 ოქტომბერი 2015 09:15
#2   თამარი
      
მათთან სწორედ ესეა საჭირო. კარგია.კარგი. მათი ადგილი მთავრობაში არ არის
26 ოქტომბერი 2015 06:11
#1   dali bukia
      
ძლივს ვეღირსეთ ქარტულ მთავრობას.დარბაზიდან კი არა ქვეყნიდან არის გასაყრელი ეს არამზადები....
26 ოქტომბერი 2015 06:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი