ტარიელ ლონდარიძე: პრემიერ-მინისტრისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებ
26-10-2015, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ტარიელ ლონდარიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომის იძულებით დატოვების შემდეგ განაცხადა.


როგორც სხდომის დატოვების შემდეგ ლონდარიძემ აღნიშნა, ის არის მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონს, ასპინძის რაიონს წარმოადგენს. მისივე თქმით, მას სურვილი ჰქონდა და აქვს კიდეც, რომ ამ ტიპის კომისიის მუშაობაში აქტიურად იყოს ჩართული.


"მოვედი რომ დავსწრებოდი ამ კომისიას და დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები დამესვა პრემიერ-მინისტრისთვის და რამდენიმე საკითხი დღის წესრიგში შეგვეტანა. იმის მაგივრად, რომ პრემიერ-მინისტრს, ამ კომისიის ხელმძღვანელს, მოეცა ჩემთვის საშუალება დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა და გარკვეული წინადადებები შემეტანა, ამის ნაცვლად ბატონი ირაკლი არის რატომღაც აღშფოთებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პიროვნება არის სრულიად აგონიაში. დამადანაშაულა, რომ მისული ვარ დებოშის ასატეხად და პრობლემების შესაქმნელად. ამის სურვილი არც გამაჩნდა და არც გამაჩნია", - განაცხადა ლონდარიძემ და დაამატა რომ, მას სურდა დაეყენებინა საკითხი, რომ სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ აკაკი ბობოხიძისთვის და გიორგი ვაშაძისთვის.


"აქ მოსულები არიან ჩემი მეგობრები. მაგალითად, მე წარმოვადგენ სამცხე-ჯავახეთს, მაგრამ კომისიაში დასავლეთ საქართველოდან არ არის წარმომადგენელი და სურვილი იყო, რომ აკაკი ბობოხიძე ასევე დასწრებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან კი, გიორგი ვაშაძე. გვსურდა, რომ ჩვენი სურვილები და წინადადებები გამოგვეთქვა ამ კომისიასთან დაკავშირებით. პირადად პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა რომელსაც არ ვიმსახურებ და არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს", - განაცხადა ლონდარიძემ.


როგორც მან აღნიშნა, მისი კოლეგების სხდომაზე დაუშვებლობის საფუძველი არ არსებობდა, იქედან გამომდინარე, რომ მათ რამდენიმე დღის წინ როცა საკითხი დღის წესრიგში დადგა, მთავრობის ადმინისტრაციას აცნობეს, თუ ვინ დაესწებოდა აღნიშნულ სხდომას.


"მათგან მივიღეთ თანხმობა, კი ბატონო, მობრძანდით, დაესწრებით", - განაცხადა ლონდარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი