სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კალკულაციაში (7.2 პროცენტი) გათვალისწინებული აღარ იყო კომუნალური ტარიფების სუბსიდირება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღნიშნულ მაჩვენებელზე.
წლიურ ჭრილში სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის ღირებულება კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს, ყველაზე მეტად, თითქმის 36 პროცენტით ზეთია გაძვირებული (ზეთი და ცხიმი 35.8 პროცენტი). ასევე თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.
ჯანდაცვის კუთხით, ფასები 21.3 პროცენტით გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის მიმართულებით. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების კი 12.0 პროცენტით გაძვირდა.
რაც შეეხება კომუნალური სუბსიდირების დასრულების ეფექტს, საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი – ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6-პროცენტიანი მატება, რაც 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ელექტროენერგია, აირი და გათბობის სხვა სახეები 7.8 პროცენტით გაძვირდა, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 პროცენტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.