„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ ირაკლი კობახიძეზე უარესია, მასზე უფრო მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას.
„უმრავლესობის პასუხისმგებლობა და უმცირესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა. ამიტომ მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე არის „ქართული ოცნება“. ალეკო ელისაშვილი კობახიძეზე უარესია, მასზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. ეგეც და ისინიც, „გირჩი“ რომ ერქვათ და ქლიავების პარტიაა ახლა“, - განაცხადა უგულავამ.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.