შეზღუდვების გამკაცრების ალბათობა არსებობს. ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა არის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. გამორიცხული არაფერი არ არის, პირიქით, ამის ალბათობა არსებობს, - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა.
„ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულად მოეკიდონ საკითხს, დაიცვან შეზღუდვები რომლებიც არსებობს“, აღნიშნა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.