თბილისში, ლილოს დასახლებაში, რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია 65 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ძლიერმა აფეთქებამ ბინიდან კორპუსის ეზოში გადმოაგდო. ადგილობრივების თქმით, იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.