თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი "რკინის ფარდის" ჩამოშვებას, ეს იქნება კრემლის გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს.
"თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს", - მიმართა თინა ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საქართველო ვარშავის სამიტს დიდი ოპტიმიზმით უყურებს.
"ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. წინ გვაქვს დეკემბრის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატო-ს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის - საქართველო მზად არის ნატოსთვის," – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.