ავადმყოფი, დუჟმორეული, აგრესიული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან, შეშინების მიზნით კამერაც კი უდგათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიმსვლელებს, თვითონ წყვეტენ, ვის უნდა შეაფურთხონ ან აგინონ
04-04-2021, 21:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენადაც ახლოვდება 9 აპრილი, მე და გიორგიმ, ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ 31 მარტს მთაწმინდაზე შექმნილი სიტუაციის შესახებ და მივედით ასეთ დასკვნამდე:

 

 

მიგვაჩნია, რომ უსერიოზულესი პრობლემაა ის, რაც უკვე წლებია ხდება 31 მარტს და 9 აპრილს მთაწმინდის პანთეონში. ავადმყოფი, დუჟმორეული, არაჰიგიენური და ირაციონალურად აგრესიული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან, შეშინების მიზნით კამერაც კი უდგათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიმსვლელებს, თვითონ წყვეტენ, ვის უნდა შეაფურთხონ ან აგინონ, არის ფიზიკური შეხების შემთხვევებიც, (მათ მაგალითად, 2009 წელს სადგისით დაჩხვლიტეს და სცემეს იქ მისული გია მაისაშვილი, ასევე არაერთ შემთხვევაში ჯვრები აქციეს ხელკეტებად) გლეჯენ და ფლეთენ მიტანილ გვირგვინებს, რომლებიც ადამიანებს სიყვარულით მიაქვთ, ქმნიან ისტერიის და აგრესიის გაუგონარ ატმოსფეროს. ისინი სიტყვას არ ძრავენ ზვიადის და მერაბის ღვაწლზე და შემოქმედებაზე (ან რა უნდა დაძრან, რა იციან ან საიდან ამის კულტურა...) არამედ ძირითადად სხვა ადამიანების, მათ მიერვე "მკვლელებად" და "მოგზავნილებად" შერაცხულების ლანძღვა-თათხვით ან იქიდან გაგდებით არიან დაკავებულნი.

 

 

იგივე სიტუაცია, შედარებით დაკლებული ინტენსივობით გვაქვს მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოშიც. რამდენადაც ეს უკვე სავალალო რიტუალად და ამაზრზენ ტრადიციად იქცა, ეს კოშმარეთის მკვიდრი არსებები უნდა აილაგმონ იქიდან! საზოგადოებრივი წესრიგი დაცული უნდა იქნეს სამართალდამცავთა მიერ და თუ არა, მაშინ ცალკეულმა პირებმა და ხალხმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ წესრიგის დამყარება. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თავიანთი სიცოცხლე და შემოქმედება ქართველ ხალხს მიუძღვნეს და ისინი არავის კერძო საკუთრება არ უნდა იყვნენ! მათი პრივატიზაციის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს!

 

 

კონსტანტინე გამსახურდია

 

წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი