ეს აღარ არის ის „ოცნება“, რომელიც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იწყება პარალელური „ოცნება“ და როდესაც ეუბნებიან ოპოზიციას იმ პარლამენტში შესვლას, სადაც გახარიას შეუძლია მინიმუმ 20-25 კაციანი ფრაქცია გააკეთოს, ხიფათი არსებობს, რომ კრიზისი გამოიწვიოს გახარიამ და რეალურად გამოვა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ დარჩება გამოყრილი გარეთ, გახარიას მიერ, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ.
„რეალურად ჩვენ უნდა შევხედოთ, რას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“ გახარიას გაჩენით. „ქართული ოცნება“ აკეთებს „ქართულ ოცნება 2“-ს. ანუ უკვე დადის გახარია რეგიონებში. ახალი სტრუქტურა იქმნება „ქართული ოცნების“, სადაც გადაბარგება ხდება. მე მგონი სუსიც ეხმარება ამ ადამიანს. როდესაც კობახიძე პრემიერ მინისტრად არ დანიშნეს, ყველაფერი გამოჩნდა, ეს აღარ არის ის „ოცნება“, რომელიც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იწყება პარალელური „ოცნება“ და მთავარი რა არის ახლა? როდესაც ეუბნებიან ოპოზიციას შედი პარლამენტშიო, ანუ იმ პარლამენტში შესვლას, სადაც გახარიას შეუძლია მინიმუმ 20-25 კაციანი ფრაქცია გააკეთოს, რომელიც შემდგომ ნებისმიერ დროს დაშლის „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ფარული ფრაქცია იქნება და ოპოზიციას უკვე პარლამენტიდან გამოყრის გახარია. ანუ, რომც შევიდეს ოპოზიცია, ამის ხიფათი არსებობს, რომ კრიზისი გამოიწვიოს გახარიამ და რეალურად გამოვა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ დარჩება გამოყრილი გარეთ, გახარიას მიერ.. ანუ მთავარი კრიზისის შემქმნელი, მთავარი მებრძოლი ისევ სახელმწიფოს გადარჩენისთვის იქნება „ქართული ოცნება 2“ გახარიას მეთაურობით. ყველაფერი ამისკენ მიდის რეალურად. ადგილობრივი არჩევნების მეშვეობით გახარიას დაუკომპლექტებენ პარტიულ სტრუქტურას, რეალურად სტრუქტურას უქმნიან, ახლა პირდაპირ აიღო და გადააბარო, ასე არ გამოდის. ეს არის პირდაპირი გეგმა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“.
ის, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება, ამას ყველა გრძნობს. შეხედეთ გარეთ რა ხდება, ეკონომიკა აბსოლუტურად მორღვეულია. შეუძლებელია, 4 წელიწადი ამ სახელმწიფომ გაძლოს ასეთ მდგომარეობაში. ამას ემატება სანქციები,ფინანსური დახმარებების შეჩერება და ჩვენ აღმოვჩნდებით კოლაფსში საერთოდ. ამიტომ, ეს არის გასაჩარებელი. ის, რომ „ქართული ოცნება“ გაძლებს ხელისუფლებაში, ეს არის აბსურდი. თვითონაც ხვდებიან ამას და ამიტომ ეძებენ ამ სარეზერვო ბალანსს“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.