ეკატერინე ტიკარაძე: უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის
05-04-2021, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას.

 

 

ტიკარაძის თქმით, ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი და ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

 

 

„როგორც იცით, საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა უნგრეთის სახელმწიფოს, ვინაიდან ვიცით, რომ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ამ ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით საქართველოში ვაქცინაცია შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დაამატა, რომ ჩინური ვაქცინით აცრა 2-ჯერ ხდება, 21-დღიანი ინტერვალით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი