ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება უფრო მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ეკონომიკური აქტივობა და ჩაკეტვები არ გახდეს საჭირო.
„სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ.
„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.