დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და აზერბაიჯანში.
„მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა ასევე გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემია დასრულდება, თუკი მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენი გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.