დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვის თაობაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილება ამ ასაკობრივი გაფართოების შემდგომ. ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკთხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.