პროკურორი ხომ არ ვარ, გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი, - აღნიშნული კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გამოძიების დაწყებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების დამონტაჟებას, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ არც ის იცის, ვინმემ რამე დააყენა თუ არა.
"ნამდვილად არ ვიცი არც 315-ე მუხლი და არც ის, ვინმემ რამე დააყენა თუ არა. "რუსთავი2"-თან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარი აჟიოტაჟია, ეს ფაქტია და ამას ყველაზე ძალიან თქვენ უწყობთ ხელს. ვფიქრობ, ეს არ იქნება თვითონ ტელევიზიის თანამშრომლებისთვისაც კი მომგებიანი, რადგან ეს აჟიოტაჟი ყველა შემთხვევაში იმოქმედებს თქვენს სარედაქციო პოლიტიკაზე და ყველა დანარჩენზე. ამიტომ ვფიქრობ, დავანებოთ თავი სასამართლოს. სასამართლო ალბათ დაადგენს მტყუან-მართალს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.