„ჩვენ გვინდა სახლში დაბრუნება“ - აფხაზეთიდან დევნილები ახალ მოძრაობას იწყებენ და მოითხოვენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაციას და არჩევნების დანიშვნას
05-04-2021, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს მიმართავენ და მოითხოვენ მოახდინოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიზნით არჩევნები დანიშნოს.

 

 

ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ იქმნება ახალი მოძრაობა, რომელიც „იწყებს აქტიურ ქმედებებს დევნილებისთვის უიმედო რეალობის შესაცვლელად და აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად მწყობრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას“.

 

 

„ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება წლებია ველოდებით საკუთარ სახლებში მშვიდობიან და ღირსეულ დაბრუნებას. ამავე დროს, წლებია ვისმენთ დაპირებებს, პროაქტიულ ქმედებებზე აქცენტირებით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე, მაგრამ ამ დეკლარირებული არჩევანის უკან ვერ ვხედავთ პრაგმატულ, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შემქნილ შესაფერის გარემოს. პირიქით, ვხედავთ უმოქმედობით და არასწორი მიდგომებით, ჩვენს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობების ხელიდან გაშვების საფრთხეს და ვგრძნობთ უიმედობას, რომელთანაც შეგუებას არ ვაპირებთ!

 

 

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ ოკუპაციას მივიჩნევთ, რომელიც თავის მხრივ ურთულეს პირობებს ქმნის ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის, ნდობის აღდგენის თუ შერიგების კუთხით, მაგრამ ეს არ ამართლებს ამ საკითხებზე პასუხიმგებელი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობას.ჩამოუყალიბებელი გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის გამო, ენგურის ხიდი ვერ გახდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქართულ-აფხაზური საზოგადოების დაახლოების რეალური ფუქნციის მატარებელი. დევნილობამდე აფხაზეთის რეგიონში ცხოვრების ჩვენი გამოცდილება, დევნილობისას კი აფხაზებთან შენარჩუნებული ურთიერთობები უფრო ღირებულია, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან არაფრის მთქმელი, ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი განცხადებები დევნილების უფლებების დაცვაზე და ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას - აფხაზეთისვის!

 

 

ჩვენ, დევნილი საზოგადოება, მივმართავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელსაც უკვე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან ნდობა აღარ აქვს, გასულია სამართლებრივი სივრციდან, ვეღარ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, არაეფექტიანდად, ხშირად არამიზნობრივადაც ხარჯავს ბიუჯეტს, ვერ კონცენტრირდება დევნილების რეალურ პრობლემებზე და ფაქტობრივად, უფუნქციო ორგანოდ იქცა, რეაგირება მოახდინოს ჩვენს მოთხოვნებზე:

 

 

მოახდინოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაცია;

 


საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა უფლებამოსილების ვადა და აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიზნით დანიშნოს არჩევნები;

 


დააჩქაროს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ -პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საკითხები.

 

 

აფხაზეთი ზეპარტიულია! და შესაბამისად, ყველა, ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იქმნება კოალიცია. ახალი მოძრაობა, რომლის მოწოდებაა - ერთად ერთისთვის აფხაზეთისთვის, უკვე გააზრებული ხედვებით და მიდგომებით, იწყებს აქტიურ ქმედებებს დევნილებისთვის უიმედო რეალობის შესაცვლელად და აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად მწყობრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

 


ჩვენ გვინდა სახლში დაბრუნება, რომლისთვისაც ხელისუფლების საქმიანობა არასაკმარისი და არაეფექტიანია. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების ჩატარება, მისი შემადგენლობის განახლება და ლეგიტიმაცია, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, მოიპოვოს საზოგადოების მხრიდან ნდობა, იზრუნოს ქართულ-აფხაზური საზოგადოების დაახლოებაზე და ჩვენს დაბრუნებაზე, რომლისთვისაც რეალური გზები არსებობს.

 

 

ჩვენი მოძრაობა იწყებს აქტიურ საქმიანობას ზემოთ მოყვანილი გამოწვევების გადასალახად, ღიაა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ გაერთიანებას, ხელისუფლების უფლებამოსილ წარმომადგენლებს მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ, რათა ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

 


ერთად დგომით და კონსოლიდაციით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს!

 


ერთად ერთისთვის, აფხაზეთისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.

 


ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

 

კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა

 

პლატფორმა სუფთა სივრცე

 

დევნილები დევნილებისთვის

 

შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი