ელენე ხოშტარია რუსეთის ნომრიანი აგენტია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი აღნიშნავს, რომ მოძრაობა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ „კაგებეს“ ნომენკლატურაა.
„ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. ისტორია ასეთია - მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულ სპეცსამსახურებთან. შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლატურაა. იქ ადამიანებს ბოლომდე ხდებიან სპეცსამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარია არის რუსეთის აგენტი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.