ნამდვილად არ მაინტერესებს, სად დამასაფლავებენ.
არც ის მაინტერესებს, ვინ და რა სიხშირით ივლის ჩემ საფლავზე.
რატომ?
ყველა საკუთარი თავიდან გამოდის და იმიტომ. ვერანაირ განსაკუთრებულ სიახლოვეს საფლავზე მისვლის დროს ვერ ვგრძნობ მასთან, ვის საფლავზეც მივდივარ. უფრო მეტიც – გაფიქრებაც არ მინდა რა ხდება იქ, სიღრმეში. დავდივარ იმიტომ, რომ მოვუარო იქაურობას და კიდევ იმიტომ რომ ეს ასეა მიღებული. ვინც მიყვარს და მახსობს, ის სულ მიყვარს და მახსოვს.
თქვენი ჭირიმე რა! ისეთ ადგილას დამასაფლავეთ, სადაც არავინ იკითხავს, ამას აქ რა უნდაო და ნერვებს მოუშლის ჩემ შვილებს. საერთოდაც, კრემაციის მომხრე ვარ და თუ ამის საშუალება იქნება, დამწვით და რასაც გინდათ იმას მომაყარეთ.
ნეტაი იმას, ვისაც მიწაში ეგულება ის ვინც უყვარდა.
თუ ის საერთოდ სადმეა, მიწაში ნამდვილად არაა.
მოკლედ, ჩათვალეთ ეს ოფიციალურ ანდერძად და სხვა თუ არაფერი, ეს მაინც შემისრულეთ – თქვენც მეტი ადგილი დაგრჩებათ კაი პრესტიჟულ ადგილებში დასამარხად.
ირინა სარიშვილი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.