ნოდარ ჯავახიშვილი: ტარიელ ლონდარიძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს სხდომა უნდა წაეყვანა თვითონ, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად
26-10-2015, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ტარიელ ლონდარიძეს აშკარად ეტყობოდა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა არ ჰქონდა.


ასე გამოეხმაურა ნოდარ ჯავახიშვილი მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ტარიელ ლონდარიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.


"იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო სხვა რა დასწრება იყო საჭირო, ვერ ვხდები და არაფერი არ შეიძლებოდა ჩემთან ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია და დღეს მისი სხდომა იყო", - განაცხადა ჯავახიშვილმა და დაამატა:


"ტარიელ ლონდარიძე ესწრებოდა ამ სხდომას, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს სხდომა უნდა წაეყვანა თვითონ, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მერე აღშფოთდა და დატოვა. მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგი თუ დატოვა, იმიტომ რომ აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი