საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.
ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს, „გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, პარტია „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი.
არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.
ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27 პროცენტი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას – 26 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, 33 პროცენტი ამბობს, რომ კატეგორიულად არ უჭერს მხარს რიგგარეშე არჩევნებს, 12 პროცენტი ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად მხარს არ უჭერს.
გამოკითხულთა 25 პროცენტი გადაჭრით აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას ეთანხმება, 20 პროცენტი კი ეთანხმება მეტ-ნაკლებად.
კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 9 პროცენტს.
ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, კატეგორიულად არ ეთანხმება მოქალაქეების 42 პროცენტი, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18 პროცენტი.
ოპოზიციის ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15 პროცენტი, მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11 პროცენტი.
კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 14 პროცენტს.
ინსტიტუტების რეიტინგში პირველ ადგილს ჯარი იკავებს. გამოკითხულთა 82 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12 პროცენტი უარყოფითად.
გამოკითხულთა 79 პროცენტი დადებითად აფასებს ეკლესიის საქმიანობას, უარყოფითად კი 14. ამასთან, მედიის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 64 პროცენტი, ხოლო 30 პროცენტი უარყოფითად.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54 პროცენტი დადებითად აფასებს პოლიციის საქმიანობას, ხოლო 39 პროცენტი უარყოფითად. ამასთან, მეოთხე ადგილს იკავებს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 52 პროცენტი, უარყოფითად 41 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლიდერობს. პატრიარქს მოყვებიან ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე.
კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, ვის მიმართ ხართ კეთილგანწყობილი“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65-მა პროცენტმა გიორგი გახარია, 54-მა პროცენტმა კახა კალაძე.
გამოკითხულთა 52 პროცენტი ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42 პროცენტი ნიკა მელიას, 40 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, 39 პროცენტი გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36 პროცენტი დავით უსუფაშვილს, 33 პროცენტი არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33 პროცენტი ირაკლი კობახიძეს, 31 პროცენტი სალომე ზურაბიშვილს, 29 პროცენტი გიგი უგულავას, 27 პროცენტი შალვა ნათელაშვილს, 26 პროცენტი მამუკა ხაზარაძეს, 26 პროცენტი ალეკო ელისაშვილს, 24 პროცენტი ლევან ხაბეიშვილს, 21 პროცენტი ზურაბ გირჩი გაფარიძეს, 21 პროცენტი ირმა ინაშვილს, 20 პროცენტი ნინო ბურჯანაძეს, 17 პროცენტი ბადრი ჯაფარიძეს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.