ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
06-04-2021, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა, თავისი გმირული ისტორიით მუდამ სანიმუშოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„დღეს, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენს დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში. განსაკუთრებული ორგანიზაციული და სტრატეგიული ნიჭით დაჯილოდებული მეთაური ამავე დროს პირადი მამაცობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის. იგი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

 

 

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“ - ეს არის სიტყვები ადამიანისა, რომელიც ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა.

 

 

თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით იგი მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა,”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი