ქალაქ ნინოწმინდის სპორტულ კომპლექსში / სპორტულ სკოლაში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის რაიონული ტურნირი, რომელშიც 150-ზე მეტი ჩოგბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის სკოლის 120 მოსწავლე.
ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სპორტული სკოლის მაგიდის ჩოგბურთის წრის მოსწავლეების გარდა, ტურნირში მონაწილეობდა ფოკის, ჟდანოვაკანის, ეშტიის, ღულალისის, დიდი ხანჩალისა და ოროჯალარის სკოლების მოსწავლეები. ეს უკანასკნელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მათ სპორტული ტანსაცმელი გადაეცათ․
გოგონების ინდივიდუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავა არმენუჰი ჰანესიანმა, მეორე ადგილი ალისა ჰანესიანმა და მესამე ადგილი ლუსინე თუმასიანმა.
ვალერა ღუკასიანმა და არმენუი ჰანესიანმა პირველი ადგილი დაიკავეს შერეულ თამაშში, მითიან ბაღოიანმა და ჰანესიან ალიამ მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო სტიოპა დუმოიანმა და ანაჰიტ თუმასიანმა მესამე ადგილი.
ვაჟთა წყვილთა მატჩში პირველი ადგილი დაიკავეს არმენ ნორსოიანმა და მიასნიკ ტაზაიანმა, მეორე ადგილი დაიკავეს აშოტ სოღოიანმა და ვალერა ღუკასიანმა, მესამე ადგილი კი - სტეფან მანველიანმა და ედგარ სარქისიანმა სოფელ ღულალისიდან.
ვალერია ღუკასიანმა პირველი ადგილი დაიკავა 16 წლამდე ვაჟთა ჯგუფში, მიშა ჰანესიანმა მეორე, ხოლო ედგარ სარქისიანმა მესამე.
16 წელზე უფროსი ასაკის ბიჭების ჯგუფში ჰაიკ ჰარუთიანიანმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე - მიასნიკ თაზაიანი, მესამეზე ალექსან მარაბიანი გავიდა.
ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე აქტიური მონაწილე იყო ჟდანოვაკანელი დავით ანტანოსიანი, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.
გამარჯვებულ სპორტსმენებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის (უფროსი ლევონ ვარდანიანი), სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების (უფროსი ვაჰე ირიციანი) მხრიდან მედლები, თასები, სერტიფიკატები და სპორტული ტანსაცმლები გადაეცათ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.