ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მთელი კოლექტივის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და აღნიშნული უწყებებიდან ითხოვს ახსნა-განმარტებას ტელეკომპანიის ირგვლივ დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვინდა მთელი კოლექტივის სახელით მივმართოთ ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არავითარი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ არის დამონტაჟებული ამდენი სათვალთვალო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროებაა. ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალურობას საჭიროებს", - განაცხდა გვარამიამ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, "რუსთავი 2" დღეს თავისუფალ რეჟიმში ვერ მუშაობს.
"ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას, რა თქმა უნდა, შექმნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და შესაძლებელია მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად", - განაცხადა გვარამიამ.
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვედრისკენ მოუწოდებენ.
"ამიტომ მოვუწოდებთ ორივე სამსახურს, თუნდაც არასაჯარო ვითარებაში, მოხდეს ახსნა-განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში თუ აქ მოსვლა არის პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროსა თუ ადგილას გამოვცხადდეთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჟურნალისტებიც და მოვისმინოთ ის ახსნა-განმარტებები, რომელიც დაასაბუთებდა ლეგიტიმურობას აქ განხორციელებული ქმედებების. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულ ქმედებებს ვიხილავთ როგორც უფლებამოსილების გადაჭარბებას და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია მედიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენთან შესახვედრად", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას მიჩნია, რომ ტელეკომპანიასთან დიალოგის რეჟიმში პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ჩაებას.
„პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ პერიოდის განმავლობაში, არც უკითხავს რა ხდება ჩვენს თავს. მისი, როგორც ქვეყნის მეორე პირის, კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩაერიოს ასეთ ვითარებაში და ახსნა-განმარტებები მოისმინოს მხარეებისგან. მით უფრო, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ არის წარმართული ეს პროცესები“ - აცხადებს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.