დავით სერგეენკო: ფაქტია, რომ გიორგი გახარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს
07-04-2021, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ და დაამატა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას მომავალი რეიტინგი მის ხედვებზე იქნება დამოკიდებული.

 

 

„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. რამდენად კონკურენტი იქნება გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მაგრამ რა ხედვას წარმოადგენს, ამაზე იქნება მაქსიმალურად დამოკიდებული მისი კონკურენტობა“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები: 2
#2   Ლალი შამუგია
      
Გიორგი გახარია, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, საქმეზე ორიენტირებული, ამასთან ყველაზე გაწონასწორებული და დიდბუნებოვანია, რომელსაც გააჩნია თმენის უნარი, არ ბილწსიტყვაობს, არაა რადიკალი, არ იწვევს მასების პოლარიზებას. Ის გულწრფელი და ეროვნული ღირსებით სავსე ადამიანია. Მქონდა მის მიმართ ანტი დამოკიდებულება 20 ივნისის მოვლენების ჟამს, მაგრამ კარგად რომ გავაცნობიერე სიტუაცია, ჩავხვდი მოვლენების არსში და თვით გახარიას დამოკიდებულება ვნახე მის მიმართ აგორებული ზიზღის გარშემო, მივხვდი, რომ ეს არის კაცი, რომელიც საქართველოს სჭირდება. Მადლობა მას, რომ ამ ბინძურ პოლიტიკაში ნათელ წერტილად მოჩანს და არ არის ამბიციური და სუბიექტური ინტერესებისთვის მებრძოლი. Მისი ამბიცია ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლაა. Წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ბრძოლაში და მის გვერდით დავდგებით.
9 აპრილი 2021 11:47
#1  ფრანკო
      
Wdneididjhshwbwhsushsbxhuzbwbebdhdjx

პოლიტიკაში მოსვლა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ პირობებში გახარიასნაირი პოლიტიკოსისთვის გმირობის ტოლფასია,რადგანაც აშკარად ეტყობა_ არ არის ხარბი,მატყუარა,თანამდებობაზე გაფანატებული,არის სამართლიანი, ნამდვილი პატრიოტი,ხალხის და ქვეყნის წინაშე პატიოსანი და გაწონასწორებული ადამიანი,ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობის 65 პროცენტი ეს იმას ნიშნავს რომ Გიორგისნაირი ღისეული ადამიანები მრავლად არიან. მძიმე ჯვარის ტარება მოგიწევთ ბატონო გიორგი მაგრამ ვისაც ღირსება და სამართლიანობა გააჩნია გვერდით დაგიდგებათ ,დიდ წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ ამ რთულ გზაზე ,ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული გადაგვარჩენს
7 აპრილი 2021 18:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი