თბილისის მერიამ 700 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს
07-04-2021, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა,სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში კი, თბილისის მოსახლეობას1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება.

 


„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება. გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიხედვითაც, 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. აქედან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. იცით, რომ 300 მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის თანხებით შეისყიდა. კომპანიას კი დავუწესეთ ვალდებულება, რომ ის იმ თანხას დაგვიბრუნებდა, რაც გადახდილი გვაქვს და მათი გამოცვლა ივნისისთვის უნდა მოხდეს. მიღებული თანხით, კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით. აქაც ის ვალდებულებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიკროავტობუსები კომპანიამ ისევ იმ თანხად გამოისყიდოს. კომპანია დამატებით, 400 ერთეულს შეიძენს. საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


კახა კალაძის თქმით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

 


„იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დაახლოებით, 1500-1700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს და ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება. დღეს გვაქვს კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან ძალიან დიდია მოცდისდრო. ამ ყველაფერს რეფორმის მეშვეობით შევცვლით. მთავარი პირობაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტულიგავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი