საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
„კარგად ვგრძნობ თავს და ყველას ვურჩევ, ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება, არის „კოვიდის“ საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია არის ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი გზა და იარაღი. ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ თუ სხვა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემოწმებული და დარეგისტრირებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მან კორონავირუსის ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად ჩაიტარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.