ფოტო: მთავარი არხი.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა რუსთავის ციხეში მყოფ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ხარების დღესასწაული ციხეში ხილი მიტანით მიულოცა.
„ხარება მივილოცე პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, ვუსურვე სიმტკიცე და გამძლეობა, რომელიც ისედაც არ აკლია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ნიკა მელია დატოვებს ციხეს, ხოლო საქართველო გათავისუფლდება ივანიშვილისგან. მსოფლიო ისტორიაში არ არის პრეცედენტი, როდესაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე გამოსული ხალხისთვის თვალები დაეთხაროს და პოლიტიკური ლიდერები დაეპატიმრებინოს. ეს ჩაიდინა საქართველოს მთავრობამ, ეს დაუჯდებათ ძვირი. თუ ჩვენი მეგობრები, მოკავშირეები, პარტნიორები აგრძნობინებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქარვასლა, მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა და მოექცევა სანქციების ქვეშ, ნიკა მელიას გამოუშვებენ. თუ ეს არ აგრძნობინეს, ბოლომდე გააგრძელებს იმას, რითაც დაიწყო ვაი მმართველობა – პატიმრობა, ძალა, შიში, ძარცვა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.