დავით უსუფაშვილი: თუკი გადატრიალების მუხლით გამოძიება მხოლოდ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაიწყო, ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება
26-10-2015, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ გამოქვეყნებული მასალა გახდა, "ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო".


ამასთან დაკავშირებით განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად გააკეთა.


კერძოდ, უკრაინულ "ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ მასალასთან და მის საფუძველზე საქართველოში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს. მათი თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საქმე რუსეთის მიერ კონტოლირებად საიტზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზეა აღძრული. დეპუტატმა გიგი წერეთელმა უსუფაშვილს მიმართა, ჩაერთოს საქმეში და გაერკვეს, კონკრეტულად რაზე მიდის ძიება.


"მე ნამდვილად თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ. არა მგონია, ეს ჩემი ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა. ამასობაში, დარწმუნებული ვარ, თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს, ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება, სასამართლოს წარმართვა იყოს გამჭირვალე და არ დაირღვეს არავის უფლება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლება არ ირღვევა. მთავარია პროცესში ეს უფლება არ დაირღვეს", - განაცხადა უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების პასუხად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი