ერდოღანი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილს უგზავნის: იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად
07-04-2021, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 


ოფიციალურ წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის.

 

 

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად.

 


მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი