დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა.
„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყნას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის - ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ილანძღებიან. როდესაც ოპტიმისტურ ინფორმაციას აქვეყნებ და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს ოპტიმისტური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთი არის მოსახლეობის უმცირესობა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.