შალვა პაპუაშვილი: არ მგონია, გახარიას გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში დიდი გავლენა მოახდინოს
07-04-2021, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას და დაამატა, რომ თუკი გახარია პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, ის სავარაუდოდ არსებულ პოლიტიკურ ველზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

 


„პერსონალური მოწონების მაჩვენებელი არის კეთილგანწყობის მაჩვენებელი. ვიცით, რომ „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძეს ტრადიციულად მოწონების მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც ქართულ საზოგადოებას დღემდე ვერ აუხსნია. როცა გიორგი გახარია ჩვენს გუნდში იყო, საზოგადოება მის მიმართ საკმაოდ სიმპათიით იყო გაწყობილი.

 


გიორგი გახარია პოლიტიკურად აქტიური თუ იქნება და პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, შეიძლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საბოლოოდ, ყველას რეიტინგი არჩევნებში დაითვლება. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა. მისი რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“. გიორგი გახარია ამ გუნდის წევრი იყო და ამ გუნდმა შექმნა გახარია, როგორც მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი. ის პოლიტიკურად თუ გააქტიურდება, ის „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებული ოპოზიციური გაერთიანება იქნება.

 

 

არ მგონია, მისმა პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს. ვხედავ რა „ქართული ოცნების“ გუნდს, გეტყვით, რომ ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ისეთი ღირებულებები, სტრუქტურა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება აქვს, რომ რთული იქნება, ვინმემ მას რეალური კონკურენცია გაუწიოს. ჩვენ მშვიდად იმიტომ ვართ, რომ ვიცით ჩვენი ძალა და სად არის ჩვენი სიმართლე. ამიტომ, ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას მშვიდად ვუყურებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი