საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით, ლატვიაში ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა.
აღნიშნული ქვედანაყოფი შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ფარგლებში უზრუნველყოფს ალიანსის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას. თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრებთან ერთად მინისტრი ბაზის პოლიგონზე ლატვიური წარმოების უპილოტო საფრენი სისტემის PenguinC M2 პრაქტიკულ დემონსტრაციას დაესწრო და მის შესაძლებლობებს გაეცნო.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იყო და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. „ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის დამოკიდებულება გავიზიაროთ, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიის თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკსს და ლატვიის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.