სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2021)
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - ხარებობას! ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო.
დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციერ სამყაროს.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი განსაკუთრებულად დაპირისპირებული არიან ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. ის განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას.
ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. თქვენ და ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის.
ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ!
სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ!
დალოცვილი და გახარებული იყავით!
ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.