ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად - დავით სერგეენკო, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
07-04-2021, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

 


მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად.

 


„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც დაიწყო საქართველოში, უფრო და უფრო ფართოვდება. რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების და ამჯერად მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. აქამდე არ შემეძლო, მოქმედი ექიმი არ ვარ და მხოლოდ მოქმედი ექიმებისთვის იყო აცრა შესაძლებელი. დღეს გავიკეთე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. მერვე, მეთორმეტე კვირის ფარგლებში აუცილებელია მეორე ვაქცინაცია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და მინდა, ყველას ვთხოვო, გაიაროს ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ აცრის შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი